თეგი: ლეონიდ ბრეჟნევი

კიევის საკრებულომ ბრეჟნევისთვის მინიჭებული საპატიო მოქალაქის სტატუსი გააუქმა

კიევის საკრებულომ ლეონიდ ბრეჟნევისთვის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება გააუქმა. ეს წოდება ასევე ჩამოერთვა 5 სხვა პირს, რომლებიც საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ კომუნისტურ პარტიაში ან ასოცირებული იყვნენ კგბ-სთან. როგორც კიევის საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ბრეჟნევის სახელს უკავშირდებოდა "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში საპროტესტო აქციების ჩახშობა, ავღანეთის ომი, საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლი. ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების დაგმობის შესახებ კანონის შესაბამისად, ასევე, საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით ბრეჟნევი კიევის პირველი საპატიო მოქალაქე 1982 წელს გახდა. ის უკრაინის ამჟამინდელ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბადა. ლეონიდ ბრეჟნევი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960–1964 წლებში და 1977–1982 წლებში.    

ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი უკრაინის მშობლიური ქალაქიდან მუზეუმში გადაიტანეს

უკრაინის დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ კამენსკოეში ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი დაშალეს. უკრაინაში მიღებული კანონი დეკომუნიზაციის შესახებ, მის დემონტაჟს ითვალისწინებდა. ქალაქის მერმა, ანდრი ბელოუსოვმა, განაცხადა რომ ძეგლს გადაიტანენ ქალაქის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაშენებულ ხეივანში. ხოლო ქალაქის ცენტრში იმ ადგილას, სადაც ბიუსტი იდგა, მოგვიანებით რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართება. აღნიშნული ბიუსტი დამონტაჟდა 1976 წელს, მას შემდეგ, რაც ბრეჟნევს საბჭოთა კავშირის გმირის მეორე ოქროს ვარსკვლავი მიენიჭა. სსრკ-ში, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირებს სიცოცხლეშივე უდგამდნენ ძეგლებს თავიანთ სამშობლოში. კიევის საკრებულომ ბრეჟნევისთვის მინიჭებული საპატიო მოქალაქის სტატუსი გააუქმა ლეონიდ ბრეჟნევი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960–1964 წლებში და 1977–1982 წლებში. ის უკრაინის ამჟამინდელ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბადა.